Compare Listings

სასტუმროს შესახებ

სასტუმრო „ბათუსი“ მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრში ბათუმის

საერთაშორისო აეროპორტიდან 10 წუთის სავალ გზაზე, შავი ზღვის სანაპიროდან სულ

რაღაც 300 მეტრში.

სასტუმროდან ბათუმის ისტორიულ ცენტრამდე 5 – 10 წუთის გზაა.

 

სასტუმრო „ბათუსი“ გთავაზობთ 18 კომფორტულ ნომერს, რომელიც

აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და დახვეწილი დიზაინით.

იგი ინდივიდუალურად ესადაგება, როგორც საქმიანი მოგზაურობის, ასევე შვებულებაში

მყოფი დასვენების მოყვარულებს.

ასევე თქვენ მოგემსახურებათ სასტუმროს კაფე-ბარი სადაც შეგეძლებათ

მიირთვათ და დააგემოვნოთ სხვადასხვა ქართული და ევროპული კერძები,

და რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ფასები რაც

უმაღლეს ხარისხთან შეფარდებით არის ჩვენი სავიზიტო ბარათი.

ვესტიბიულში თქვენ ნახავთ საკომუნიკაციო ცენტრს, სადაც ჩვენს სტუმრებს

შეეძლებათ უფასო ინტერნეტ სერვისით სარგებლობა

და მოგზაურობის დროს თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მუდამ კავშირში

ყოფნა.

მომსახურება ნომრებში

ინტერნეტი WI-FI

ტელევიზია

გათბობა

კონდიცირება

მინი ბარი

ტელეფონი

თმის საშრობი

მომსახურება სასტუმროში:

კაფე

დილის საუზმე

გაღვიძების სერვისი

პლასტიკური ბარათით გადახდა

პრინტერი/ბეჭდვა

დაუთოება

სამრეცხაო

უფასო პარკინგი

ბარგის შემნახველი საკანი